1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ
1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან დაიშვებიან, რომლებიც ინფექციის მაღალი მაჩვენებლების გამო ე.წ. წითელ სიაში არ არიან შეყვანილი.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ის ტურისტები დაიშვებიან, რომლებიც შემდეგი ვაქცინებით არიან აცრილნი: Pfizer/BioNTech-ი, Moderna, Astrazeneca, Johnson & Johnson-ი, Sinovac-ი და Sinopharm-ი.
Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ისრაელში შესვლამდე მეორე (ან გამაძლიერებელი) დოზიდან 7 დღე უნდა იყოს გასული, ხოლო Moderna-ს, Astrazeneca-ს, Johnson & Johnson-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის შემთხვევაში – 14 დღე.
არსებული რეგულაციების თანახმად, ტურისტებმა ისრაელში ორგანიზებული ჯგუფებით ჩასვლა მხოლოდ მაისში დაიწყეს, თუმცა ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით.
Live update: Israel to allow vaccinated or recovered tourists to enter starting Nov. 1 https://t.co/oV9xhVhSI4
— TOI ALERTS (@TOIAlerts) October 21, 2021
imedinews.ge
კომენტარები