მოგზაურობასაქართველო

საქართველოს საზღვრის კვეთის პირობები უცხოეთის და საქართველოს მოქალაქეებისთვის

საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსვლის პირობები შეიცვალა. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (ან ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის):

საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულო თვითიზოლაციას არ დაექვემდებარება უცხოეთის მოქალაქე, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს. თვითიზოლაცია, აგრეთვე, არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს საზღვრის კვეთამდე  ბოლო 100 დღის განმავლობაში გადატანილი ექნება კოვიდ-19 (დაავადება დადასტურებული უნდა იყოს  PCR ტესტის დადებითი პასუხით). ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობის გარდა მან საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებული ნებისმიერი ვაქცინის მინიმუმ  ერთი დოზის მიღების დოკუმენტი, თანაც აცრიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (მნიშვნელობა არ აქვს აცრისა და დაავადების გადატანის თანმიმდევრობას).

სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში სავალდებულო თვითიზოლაციისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც ექნებათ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე), აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საზღვრის კვეთამდე  ბოლო 100 დღის განმავლობაში გადატანილი ექნებათ კოვიდ-19 (დაავადება დადასტურებული უნდა იყოს  PCR ტესტის დადებითი პასუხით). ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობის გარდა მან საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებული ნებისმიერი ვაქცინის მინიმუმ  ერთი დოზის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, თანაც აცრიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (მნიშვნელობა არ აქვს აცრისა და დაავადების გადატანის თანმიმდევრობას), აგრეთვე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  2. ისრაელის სახელმწიფო
  3. თურქეთის რესპუბლიკა
  4. შვეიცარიის კონფედერაცია
  5. ნორვეგიის სამეფო
  6. ამერიკის შეერთებული შტატები
  7. კანადა
  8. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  9. საუდის არაბეთის სამეფო
  10. კატარის სახელმწიფო
  11. ქუვეითის სახელმწიფო
  12. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  13. ბაჰრეინის სამეფო
  14. სომხეთის რესპუბლიკა
  15. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  16. უკრაინა
  17. მოლდოვის რესპუბლიკა
  18. ყაზახეთის რესპუბლიკა
  19. რუსეთის ფედერაცია
  20. ბელარუსის რესპუბლიკა
  21. უზბეკეთის რესპუბლიკა
  22. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  23. ყირგიზეთის რესპუბლიკა
  24. თურქმენეთი
  25. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
  26. იაპონია
  27. კორეის რესპუბლიკა
  28. ომანის სასულთნო
  29. სან-მარინოს რესპუბლიკა
  30. მონაკოს სამთავრო
  31. სერბეთის რესპუბლიკა
  32. ისლანდიის რესპუბლიკა
  33. ლიხტენშტაინის სამთავრო
  34. მონტენეგრო
  35. ანდორის სამთავრო
  36. ალბანეთის რესპუბლიკა
  37. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
  38. ბოსნია და ჰერცეგოვინა
  39. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
  40. ერაყის რესპუბლიკა
  41. ლიბანის რესპუბლიკა

უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის სრული კურსი, საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლისას:

  • ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას
  • არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის სრული კურსი, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში შემოსვლისას: 

  • ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი
  •  არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

თუ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ჩატარებული კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, საქართველოში შემოსვლისას:

72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში მან, სურვილისამებრ, ან უნდა გაიაროს 8-დღიანი თვითიზოლაცია (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში გადავა საკარანტინე სივრცეში ), ან მე-3 დღეს გაიკეთოს სავალდებულო PCR ტესტირება საკუთარი ხარჯით.

PCR ტესტის გარეშე შემოსვლისას  საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close