მსოფლიოკულტურა

ახალზელანდიურ ერთდოლარიანზე „თინათინის კორონაციის“ სცენა დაბეჭდეს – „ვეფხისტყაოსანი“ ნუმიზმატიკაშიც იმკვიდრებს თავს

ლიეტუვის ზარაფხანა „ვეფხისტყაოსნის“ შთაგონებით საკოლექციო მონეტების სერიას შექმნის. სერიის პირველ მონეტაზე, ახალი ზელანდიის ერთდოლარიანზე უკვე დატანილია თინათინის მეფედ კურთხევის სცენა სახელწოდებით „თინათინის კორონაცია“.

31.1-გრამიანი ვერცხლის მონეტის დიამეტრი 40 მილიმეტრია, საკოლექციო რაოდენობა კი – 1000 ცალი. მონეტა უკვე მოიჭრა ლიეტუვას ზარაფხანაში.

ინფორმაცია ლიეტუვის ზარაფხანამ  საკუთარ ვებგვერდზე  განათავსა: „XII საუკუნის ქართველელი პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის ეროვნული ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ შუასაუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე „ვეფხისტყაოსნი“ ყველა ქართველი პატარძლის მზითვის ნაწილი იყო.

ამ ლიტერატურული შედევრით შთაგონებულმა ლიეტუვის ზარაფხანამ შექმნა პოემის სახელობის მონეტების შთამბეჭდავი სერია. სერიის პირველი მონეტა, „თინათინის კორონაცია“, ასახავს ცნობილი ნაწარმოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს – თინათინის გამეფების ეპიზოდს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტზე ავსტრიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, ლიეტუვის ზარაფხანის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულმა, ივა ჯანეზაშვილმა იმუშავა, ხოლო ილუსტრაცია მხატვარ მამუკა მიქელაძეს ეკუთვნის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close