ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  27 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს კვირა კარგია სამომავლო გეგმების დასახვისთვის. კარგად განვითარდება მოვლენები სწავლის თვალსაზრისით – სასწავლო პროცესი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნოც იქნება. შედეგად, მოკლე დროში ბევრი ახალი და სასარგებლო რამ შეგიძლიათ ისწავლოთ. კარგი კვირაა სპორტისთვის, ფიტნესისა და იმიჯის შეცვლისთვის.

 

ვერძი

ეს კვირა არანაირ მნიშვნელოვან ცვლილებას არ გპირდებათ. ნუ ჩაერევით რაიმე კონფლიქტში, ნუ მოდუნდებით და ნუ გადაიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან საკითხებზე. შეეცადეთ თავად გაამრავალფეროვნოთ თქვენი სამუშაო და თავისუფალი დრო. ხანმოკლე მოგზაურობა აგიმაღლებთ განწყობას, დაგეხმარებათ თავი უფრო მხიარულად და ენერგიულად იგრძნოთ. სასარგებლოა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კურო

კარგი პერიოდია ცხოვრებაში თქვენი გეგმების განსახორციელებლად, თუმცა ადვილი არ იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. დარწმუნებული იყავით, რომ მართალი ხართ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დაგარწმუნონ შეცვალოთ თქვენი შეხედულება, დიდი ალბათობით, ცდებიან. მოგზაურობები კარგად ჩაივლის. ამ კვირაში შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ სწავლაში და ინფორმაციასთან მუშაობისას.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ტყუპი

დროა შეუდგეთ საქმეებს, რომლებიც გადადებული გქონდათ. ეს კვირა საკმაოდ ნაყოფიერი, მაგრამ დაძაბული იქნება. პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ უფრო გამოცდილი კოლეგების რჩევები. კვირის შუა რიცხვებიდან კვირის ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში გაიზრდება მეგობრების პოზიტიური როლი. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და მეგობრული ურთიერთობისთვის.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

სავსე იქნებით შემოქმედებითი ენთუზიაზმით და შთაგონებით. ბევრ რამეში, რის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავთ, წარმატებას მიაღწევთ. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც თქვენზეა დამოკიდებული. შაბათ-კვირისთვის დაგეგმეთ მაღაზიებში სავაჭროდ წასვლა. საყიდლების შერჩევის პროცესი შეიძლება თავისთავად სასიამოვნო გამოცდილება იყოს თქვენთვის, ის კი, რასაც იყიდით,  პრაქტიკული იქნება და კარგად გამოიყენებთ.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ლომი

კვირის დასაწყისი არის პერიოდი, როდესაც არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება. არასასურველია სესხის აღება.  სავარაუდოდ, მოგიწევთ ორიენტირება წმინდა მატერიალური პრაქტიკული საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ოჯახსა და სახლის მოწყობასთან არის დაკავშირებული. კვირის ბოლოს რეკომენდებულია შესყიდვები სახლისთვის, ამ დროს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებიან და სახლში სასიამოვნო  გარემო შეიქმნება.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ქალწული

ფიქრობთ, რომ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება. გსურთ მიზნებს რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ, მაგრამ არც გარემოებები იძლევა ამის საშუალებას და არც სხვები ჩქარობენ. ყველაფერი გამოვა, თუმცა  ცოტა მოგვიანებით. თქვენი თავისუფალი დრო დაგროვილი მცირე საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენეთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად, წყნარ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

სასწორი

ამ კვირაში დრო პროფესიული საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. წარმატებული კვირაა, კარგ მიღწევებს გპირდებათ ბევრ საკითხში. უკეთესობისკენ ცვლილება ხდება იქაც კი, სადაც ამის იმედი არ გქონდათ.  ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის ეს კვირა შესაფერისი არ არის. იყავით თანმიმდევრული თქვენს ქმედებებში, ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლებიც იცით, რომ დიდი ალბათობით ვერ შესრულდება და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე გაზრდილ ვალდებულებებს.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მორიელი

კვირის დასაწყისში ბევრი უსიამოვნება გექნებათ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ხელმძღვანელობამ შეიძლება ხშირად შეცვალოს დავალებები და თქვენთვის რთული იქნება ორიენნტირება მოკლე დროში. ოჯახში შეიძლება ინერვიულონ, რადგან თქვენგან ელიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას, მაგრამ შეიძლება ქრონიკულად არ გეყოთ დრო, რომ ყველაფარი მოასწროთ. იყავით მომთმენი და თბილი საყვარელ ადამიანებთან.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მშვილდოსანი

კვირა ხელსაყრელია ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ დროის განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. უმეტესად ეს შეიძლება მოხდეს პროფესიულ საქმიანობაში წარმატების და  არსებული ფულის რაციონალური გამოყენების გამო. სანამ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადახვალთ, შეადგინეთ გეგმა, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ მოიქცევით გარკვეულ ვითარებაში. შაბათ-კვირას საჭირო ნივთების შესაძენად თუ წახვალთ, კარგად მოიქცევით.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, კვირის დასაწყისში თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს. რაც ნაკლებად ინერვიულებთ, მით უკეთესი. ყველაფერი მოგვარდება და ტყუილად თავს ნუ მოიკლავთ. კვირის დასასრულს აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას იმ სფეროში, რომელიც თქვენთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს – პერსპექტიული ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მერწყული

შეგიძლიათ დაგეგმოთ ისეთი საქმეები, რომლებიც ადრე გაღელვებდათ, ასევე, მიიღოთ მოულოდნელი და ძალიან წარმატებული გადაწყვეტილებები. ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ, რომელიც ამ გზაზე წარმოიქმნება. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ფინანსურ საკითხებში წინდახედული უნდა იყოთ: ფული არ ისესხოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თევზები

ვარსკვლავები თევზებს ჰპირდებიან შესანიშნავ განწყობასა და დახმარებას ყველა საკითხში მთელი კვირის განმავლობაში. ისარგებლეთ ამით! ახლა წარმატებული დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, თქვენი ოცნების სამსახურის საშოვნელად და იმ ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომლის მიმართაც დიდი ხანია გრძნობა გაქვთ; ასევე მოსალოდნელია საჩუქრები და სიურპრიზები ბავშვებისგან.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 3.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close