საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება – ევროპის კიდევ რომელი ქალაქების მიმართულებით განახლდა ფრენა
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. მიმდინარე წლის ნოემბრიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონის მიმართულებით კვლავ განაახლებს ფრენას. პირველ ეტაპზე კვირაში ერთი რეისი შესრულდება.
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა პანდემიის დაწყებისას შეწყდა.
„ვიზეარმა“ პირდაპირი რეისები განაახლა ევროპის ორი სხვა ქალაქის – ვენისა და ბერლინის მიმართულებითაც.
ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ბერლინში „ვიზეარი“ ქუთაისიდან კვირაში ერთხელ იფრენს ზამთრის სანავიგაციო სეზონზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 16 დეკემბრიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით გამგზავრება იქნება შესაძლებელი – კვირაში 2-ჯერ შესრულდება რეისი ქუთაისი – აბუ-დაბის მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.
ამჟამად ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით ახორციელებს კვირაში 98 სიხშირით.
კომენტარები