ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების სანუკვარი ფარული ოცნებები

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ყველაზე ძლიერი სურვილი და ოცნება აქვს, რომელსაც არავის უმხელს.

ვერძი

ვერძი ოცნებობს, რომ ის ლიდერად აღიარონ, ხოლო მისი კარიერა თავბრუდამხვევად განსაცვიფრებელი იყოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი წარმატების მწვერვალზე ასვლაზე ოცნებობს.

კურო

კურო თავისი ცხოვრების ყველა დონეზე უსაფრთხოებაზე ოცნებობს. ის ისწრაფვის სტაბილურობის, კომფორტისა და დაცულობის გრძნობისკენ.

ტყუპი

ტყუპის უდიდესი სურვილია, ყველაფერი ნახოს და მოსინჯოს ამ ცხოვრებაში, მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, შეიძინოს სხვადასხვა გამოცდილება.

კირჩხიბი ემოციური, მატერიალური და სასიყვარულო თავისუფლების მიღებაზე ოცნებობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი სურვილია, იცხოვროს დამოუკიდებლად და თან უზრუნველად.

ლომის სურვილია, აღიარონ მისი ღირსებები, აღტაცებულნი იყვნენ მისით და პატივს სცემდნენ. მისი ოცნებაა დიდება, პოპულარობა.

ქალწული არარეალურ სიყვარულზე ოცნებობს. ამ ნიშნის წარმომადგენლების უდიდესი სურვილია, შეხვდნენ თავიანთ იდეალს და არარეალური გრძნობების სამყაროში ჩაიძირონ.

სასწორი

სასწორების სურვილია, ბოლოს და ბოლოს, შინაგან ბალანსსა და სიცხადეს მიაღწიონ. ოცნებობენ, რომ განგაშის გრძნობამ და ეჭვებმა საბოლოოდ მიატოვოს ისინი.

მორიელი

მორიელები მაღალ მწვერვალებზე ოცნებობენ. ზოდიაქოს ამ ნიშანს სურს ძალაუფლება და წარმატება, დიდი მიღწევები.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ამ სამყაროს შეცვლაზე ოცნებობს. ზოდიაქოს ეს ნიშანი იდეალებით ცხოვრობს და ცდილობს, ეს იდეალები სხვა ადამიანებამდე მიიტანოს, თავი სიმაღლეზე იგრძნოს.

თხის რქა ოცნებობს, რომ დაიმსახუროს ახლობლების, ბავშვებისა და მეუღლის აღფრთოვანება. ზოდიაქოს ამ ნიშნის უდიდესი სურვილია ახლობლების აღიარება მოიპოვოს.

მერწყული ოცნებობს, აღიარონ და სხვებისგან თავისი ორიგინალობით გამოარჩიონ. მას სურს, რომ დანარჩენებს შორის ყოველთვის გამორჩეული იყოს.

თევზებს მთელი გულით სურს, რომ მათი ოცნებები და ფანტაზიები რეალობად იქცეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ოცნებაა რეალური და საკუთარი შინაგანი სამყაროს შერწყმა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close