fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის პოლიციამ კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი დააკავა

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი იტალიის პოლიციამ დააკავა. როგორც „როიტერი“ იუწყება, პუჩდემონი სარდინიაზე დააკავეს.

ესპანეთი კატალონიის ყოფილ ლიდერს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე 2017 წელს ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პუჩდემონი რამდენიმე წელია ბელგიას ცხოვრობს. 2021 წლის მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონს ევროდეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა.

როგორც ცნობილია, პუჩდემონი სარდინიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან შესახვედრად ჩავიდა.

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი უახლოეს დღეებში წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელიც მისი ესპანეთში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close