საზოგადოებაnews

COVID-19-ით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი

62 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი).

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

„ახლახან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოგვწერეს ეს სამწუხარო ამბავი. მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ პატრიარქმაც არ იცისო“, – ამბობს მიტროპოლიტი დავითი.

არსებული ინფორმაციით, მეუფემ სერგიმ რამდენიმე კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა, პოსტოპერაციულ პერიოდში კი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ნეკრესელი მიტროპოლიტი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მეუფე სერგი ნეკრესის ეპარქიას 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close