ფრანგული კინოს გამორჩეული ვარსკვლავი ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მსახიობი ორშაბათს, 6 სექტემბერს პარიზში,საკუთარ სახლში აღესრულა, თავისიანების გარემოცვაში. წლის დასაწყისში იგი ჰოსპიტალიზებული იყო ძლიერი გადაღლის გამო
განსაკუთრებული ქარიზმის მქონე მსახიობს, რომელსაც მეტსახელად Bébel-ი შეარქვეს, თავისი 50-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში 80 კინოროლი აქვს შესრულებული, « Pierrot le fou »-დან დაწყებული, « L’As des as »-მდე. ბევრი მათგანი დაუვიწყარია.
მსახიობის გადრაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც დაწერა, რომ ბელმონდოს წასვლით საფრანგეთმა ერთ-ერთი მთავარი კინომსახიობი დაკარგა და რომ მას არავინ დაივიწყებს.
Avec la disparition de Jean-Paul Belmondo,la France perd l’un de ses acteurs majeurs, les Français pleurent une personnalité dont ils se sentaient proches.Les amoureux des grands films voient une page magnifique du cinéma français se tourner.Personne n’oubliera Jean-Paul Belmondo
— Nicolas Sarkozy (@NicolasSarkozy) September 6, 2021
„მშვიდობით, ბელმონდო“ (« Adieu Belmondo »), დაწერეს ვიერვილის პლაჟზე (Villerville, Calvados) მისი სიკვდილის ცნობის გავრცელების შემდეგ. ასე მიაგეს მას პატივი სიმბოლურად – სწორედ აქ 1962 წელს ბელმონდოს იღებდნენ ფილმში „ზამთრის ნიშანი“. იგი 2014 წელს ისევ დაბრუნდა დოკუმენტურ ფილმში გადაღებისთვის.
View this post on Instagram
RIP to Jean-Paul Belmondo. He did all his own stunts. pic.twitter.com/1wuNLFRucL
— Justin Decloux (@DeclouxJ) September 6, 2021
კომენტარები