მსოფლიოსაზოგადოება

რატომ „გარეცხა“ გერმანიის ფედერალურმა ბანკმა 51 მილიონი ევროს კუპიურები

გერმანიის ფედერალური ბანკი წყალდიდობის დროს დაბინძურებულ კუპიურებს უფასოდ ასუფთავებს და ცვლის. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბანკში შესაცვლელად მიღებული ბანკნოტების ღირებულებამ ჯამში 51 მილიონ ევროს გადააჭარბა. სპეციალისტები მათ ასუფთავებენ, რწმუნდებიან, რომ საქმე ყალბ ფულთან არ აქვთ და შემდეგ ახალ კუპიურებზე ცვლიან.

12-15 ივლისს ციკლონმა „ბერნდმა“ დასავლეთ ევროპაში ძლიერი წვიმა გამოიწვია, რაც გერმანიის დასავლეთ ნაწილში კატასტროფული წყალდიდობის მიზეზი გახდა. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სტიქიის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close