სახალისო მაგია: აირჩიეთ კარტი და გეტყვით, რა გელით უახლოეს სამ დღეში
აქ ყველაფერი ინტუიციაზეა დამოკიდებული. სწორედ ინტუიციით უნდა აირჩიოთ ის კარტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან რაღაცით გიზიდავთ. შემდეგ კი ნახეთ, რას გიქადით ის უახლოესი სამი დღის განმავლობაში.
— dada (@dadababako1966) September 2, 2021
პირველი კარტი
რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ – ეს არის სიმშვიდე. დიდი ალბათობით, არც ისე დიდი ხნის წინ რაღაც სტრესი გადაიტანეთ. შესაძლოა ეს კონფლიქტითა და ჩხუბით იყო გამოწვეული. ახლა კი დადგა დრო, აღიდგინოთ დარღვეული ფსიქოლოგიური წონასწორობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაქვთ, მაინც უნდა მოახერხოთ და ყურადღება მხოლოდ იმ საქმიანობაზე გადაიტანოთ, რომელიც გიყვართ. ეს მოგცემთ საშუალებას, დაივიწყოთ პრობლემები და დამშვიდდეთ. ნახავთ, როგორ სწრაფად დალაგდება თქვენი ცხოვრება. არ ინერვიულოთ!
მეორე კარტი
თუ ამ კარტს აირჩევთ, ე.ი. ახლო მომავალში წარმატება გელოდებათ. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ფორტუნის გულმოწყალება, ვინაიდან მიზანმიმართული და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. სწორედ ამიტომ ზეციური ძალები მზად არიან, ხელი შეგიწყონ ყველა შემოქმედებით პროექტსა და წამოწყებაში.
ელოდეთ ცვლილებებს – კარგ ცვლილებებს. დადგა მოქმედების დრო! წარმატება ახლოსაა!
მესამე კარტი
ეს კარტი იმაზე მიანიშნებს, რომ მალე ჰარმონიას მოიპოვებთ და შურისა თუ ეჭვიანობისგან კვალიც აღარ დარჩება. წესით, უკვე უნდა იცოდეთ, რომ ეს გრძნობები თქვენზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს და სულის სიმშვიდეს გიკარგავთ. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით რისი მიღწევა გსურთ და რა მისიით ხართ მოსული დედამიწაზე.
თქვენ წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება. არ გაუშვათ ხელიდან შანსი! უახლოეს დროში გელით მოგზაურობა და შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან.
მეოთხე კარტი
დადგა დრო, როდესაც უკვე უნდა დაიწყოთ საკუთარი ინტუიციის ნდობა. ეს საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ აღიარებასა და წარმატებას. იცოდეთ, როცა დაინახავთ, რომ არ შეგიძლიათ მოვლენის შეცვლა, ზედმეტად კი ნუ გაირჯებით, უბრალოდ, ვითარებას მოერგეთ.
კომენტარები