იტალიაპოლიტიკა

იტალიის კონსული ავღანეთში ამ ქვეყნის მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარება

ავღანეთში იტალიის კონსული ტომაზო კლაუდი ქაბულის აეროპორტში რჩება და ადამიანებს ქვეყნის დატოვებაში ეხმარება.

იტალიური მედია ავრცელებს კადრებს, რომელზეც ასახულია, როგორ აყავს ხელში იტალიელ დიპლომატს ავღანელი ბავშვი, რომელსაც მოგვიანებით სამხედროს აწვდის. 7 წლის ბავშვს კოსული აეროპორტის შიდა პერიმეტრის კედელზე გადაძრომაში ეხმარება. კონსულს ბავშვს, სავარაუდოდ, ნათესავები აწვდიან.

„დრამატული სცენების მომსწრენი ვართ.  ვხედავთ უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიას და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, – განაცხადა ტომაზო კლაუდიმ.

იტალიაში ავღანეთიდან უკვე ჩაიყვანეს ამ ქვეყნის 2000  მოქალაქე. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი უახლოეს დღეებში 3350-მდე აიზრდება. ქაბულის აეროპორტში თავიანთ რიგს იტალიაში გასამგზავრებლად 1300-მდე მოქალაქე ელოდება.

ევროკავშირმა უნდა მიიღოს დევნილები ავღანეთიდან იმის მიუხედავად, მხარს დაუჭერს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ყველა ქვეყანა, – განაცხადა 23 აგვისტოს ევროკომისარმა ეკონოიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ.

პრობლემა ის არის, რომ „თალიბანი“ ავღანეთიდან მოქალაწეთა ევაკუაციისთვის ერთგვარ „წითელ ხაზს“ ავლებს 31 აგვისტომდე.

„თალიბანმა“ აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

„თალიბანი“ 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის „წითელი ხაზი“, თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.

მას შემდეგ რაც „თალიბანმა“ ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბუlის აეროპორტის სიახლოვეს ორი აფეთქება მოხდა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა  მოჰყვა. დაღუპულია, სულ ცოტა, 13 ადამიანი, მათ შორის, შესაძლოა ბავშვებიც. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება თალიბების წარმომადგენელის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან ამერიკელი სამხედროები და, აგრეთვე, თალიბების წარმომადგენლები.

დიდად სავარაუდოა, რომ აფეთქებები ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო, რომელიც ავღანეთის პროვინცია ჰორასანშია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close