საზოგადოებაnewsსაბერძნეთი
ნიკოს ხარდალიასი: საბერძნეთში 56 მოქმედი ხანძრის კერაა
სამოქალაქო დაცვისა კრიზისების მართვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, ამჟამად საბერძნეთში 56 მოქმედი ხანძრის კერა არსებობს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შემდეგ რეგიონებში: ატიკის ოლქი, კუნძული ევბეა, აღმოსავლეთი მანი, ფთიოტიდა და გრევენა.
კუნძულ ევბეაზე 230 მეხანძრე ცდილობს აღკვეთოს ხანძრის გავრცელება სამხრეთის მიმართულებით, ხოლო ატიკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში უშუალო საფრთხე ემუქრებათ დასახლებულ პუნქტებსა და საწარმოებს.
ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხანძრის ლოკალიზაციას, რადგან უახლოეს დღეებში ატიკის ოლქში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, რაც რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
ხარდალიასის თქმით, ხელისუფლება ტიტანურ შრომას სწევს, რათა დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და მატერიალური ქონება.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები