ვიდეომსოფლიოსპორტი

ოლიმპიადა საფრთხეშია: ტოკიოს გამანადგურებელი გრიგალი უახლოვდება (ვიდეო)

მანამდე „ნეპარტაკმა“ ჩინეთის ქალაქ შანხაის დაარტყა და უზარმაზარი ზარალი მიაყენა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, სადაც ახლა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, ტაიფუნი „ნეპარტაკი“ უახლოვდება. ამის შესახებ The Japan Times-ი იუწყება ქვეყნის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქს გამანადგურებელი ქარიშხალი შეუტევს ძლიერი წვიმებითა და გიგანტური ტალღებით.

ამ მომენტისთვის „ნეპარტაკი“ წყნარ ოკენეში, იაპონიიდან სამხრეთით მდებარე კუნძულების, ბონინის რაიონშია. ქარის სიმძლავრე კუნძულებზე წამში 20 მეტრს შეადგენს, თუმცა, მეტეოროლოგების თქმით, რაც უფრო მიუახლოვდება ტოკიოს, მით უფრო გაძლიერდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მისვლისას ტაიფუნი 6-8 მეტრი სიმაღლის ტალღებს წარმოშობს, ხოლო ტოკიოში 100-150 მმ ნალექს გამოიწვევს.

როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, მოახლოებული ტაიფუნის გამო შეჯიბრების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ „ნეპარტაკი“ წელს მერვე ტაიფუნია, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა. მანამდე მან ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შეუტია, საიდანაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close