სპორტი

საქართველოს პირველი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა

ტოკიო-2020-ზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. 66 კგ წონთ კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი დღეს, 25 ივლისს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ვაჟა იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა და, სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელი გახდა აბეს დაც – უტა აბე (-52 კგ), რომელმაც დღეს ქალთა ასპარეზობაში გაიმარჯვა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე 3 შეხვედრა გამართა: პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, პირველ შეხვედრაში ვაჟამ რუსეთის სახელით მოასპზრეზე იაკუბ შამილოვს ბოლო წამებზე ვაზარით სძლია.

მეოთხედფინალში ვაჟა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდა და ორი ვაზარით დაამარცხა ძირითად დროში.

ნახევარფინალში კი ქართველმა ძიუდოისტმა კორეელ ბაულ ანს დამატებით დროში სძლია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close