კვლევის თანახმად, SINOPHARM-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია
შრი-ლანკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში. კვლევაში ჩართულები იყვნენ შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.
„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იმავე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
კომენტარები