ტექნოლოგიები

თქვენი კომპიუტერი ჰაკერული თავდასხმებისგან დაუცველია, დაუყოვნებლივ განაახლეთ WINDOWS-ის სისტემა -„მაიკროსოფტის“ გაფრთხილება

კომპანია „მაიკროსოფტი“ ვინდოუსის მომხმარებლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლონ სისტემა.

მიზეზი სპეციალისტების მიერ ოპერაციულ სისტემაში აღმოჩენილი სერიოზული ხარვეზია, რის გამოც კომპიუტერი ჰაკერული თავდასხმებისგან დაუცველი ხდება. კერძოდ, საუბარია PrintNightmare-ზე, რაც გავლენას ახდენს Windows Print Spooler სერვისზე.

კიბერუსაფრთხოების კომპანია „სანგფორის“ სპეციალისტებმა მაისში სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ხარვეზი სისტემაში, რომელიც საშუალებას აძლევს რამდენიმე მომხმარებელს, წვდომა ჰქონდეს პრინტერთან. შემდეგ კი მათ შეცდომით გამოაქვეყნეს ამის დამადასტურებელი კონცეფცია. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია მალევე წაშალეს, მისი გავრცელება მაინც მოხერხდა.

„მაიკროსოფტის“ თქმით, ჰაკერებს ამ ხარვეზის საშუალებით პროგრამების დაყენება, მონაცემების ნახვა და წაშლა, ან მომხმარებელთა ახალი ანგარიშების შექმნაც შეუძლიათ, რაც მათ საკმარისი კონტროლის საშუალებას აძლევს კომპიუტერებისთვის ზიანის მისაყენებლად. მოწყვლადია არა მხოლოდ ვინდოუს 10, არამედ ვინდოუს 7-იც.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close