ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ 10 ტყუპი გააჩინა, ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს
სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ 10 ტყუპი გააჩინა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს – ინფორმაციას The New Yourk Times ავრცელებს.
37 წლის გოსიამე სიტჰოლი უკვე დიდი ხანია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. მისი ქმარი ამტკიცებს, რომ ქალი მშობიარობის მერე მასთან კონტაქტზე არ გამოდის და ვარაუდობს, რომ ბავშვები საერთოდ არც გაუჩენია.
როგორც ადგილობრივი გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ქალი ორსულად არ ყოფილა. მუცელზე არ აქვს არც ნაჭრილობევი, რომელიც საკეისრო კვეთის ჩატარებას მიანიშნებდა.
ქალის ადვოკატი, რეფილოე მოკოენა ამტკიცებს, რომ სიტჰოლი ახლა მისი ნების წინააღმდეგ არის გამოკეტილი საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
“მთხოვა, გავყოლოდი საავადმყოფოში. როდესაც მივედით, ექიმებმა ის პირდაპირ მე-14 პალატაში წაიყვანეს, რომელიც ფსიქიატრიულ განყოფილებაში მდებარეობს და მითხრეს, რომ ადვოკატს იქ შესვლის უფლება აღარ აქვს,” – განაცხადა მოკოენამ.
მას შემდეგ, რაც სიტჰოლმა განაცხადა, რომ 10 ტყუპი გააჩინა, მისი ქმარი, ტებოგა ცოტეცი ბავშვებისა და ქალის მონახულებას ცდილობდა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ტყუპებსაც ვერსად მიაგნო. კაცის ოჯახმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია :
“ოჯახი ვერ დაიჯერებს, რომ ტებოგო ცოტეცისა და გოსიამე სიტჰოლის ბავშვები დაიბადნენ, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება”.
10 ტყუპის გაჩენას ვერც ექიმები ადასტურებენ.
rustavi2.ge
კომენტარები