მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის ექვსი თვის ვადით პატიმრობა მოითხოვა

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პარიზის პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

20 მაისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ პარიზში მეორე სასამართლო პროცესი განახლდა. გამოძიება მას 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს 1 წლამდე პატიმრობა და 3750 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

პროკურატურის მტკიცებით, სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხარჯების დადგენილ ზღვარს (22,5 მილიონი ევრო) ორჯერ გადააჭარბა, შემდეგ კი პიარკომპანია დაიქირავა, რათა ეს ხარჯები დაემალა.

66 წლის სარკოზი, რომელიც წინა დღით პარიზში, სასამართლო დარბაზში ძალზე ემოციურად იქცეოდა (იმდენად, რომ მოსამართლისგან ჯარიმაც დაიმსახურა), კატეგორიულად უარყოფს თავის მონაწილეობას არაკეთილსინდისიერ ფინანსურ ანგარიშგებასა და ხარჯების დამალვაში. ამ ბრალდებებს მან „ზღაპრები“ უწოდა, რასაც „არაფრისდიდებით დაიჯერებს ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში 40 წელი გაატარა და კარგად იცნობს საარჩევნო კამპანიის სამზარეულოს“.

სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟერომ ლავრილიომ საჯაროდ აღიარა, რომ პიარკომპანიისთვის გამოყოფილი თანხების გადამისამართება ევალებოდა და განაცხადა, რომ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close