იტალიასაზოგადოება

ბოლონია: ზედახორა ვაქცინაციის რიგში (ვიდეო)

მოქალაქეების შეხლა-შემოხლა მოხდა ოთხშაბათს ბოლონიაში, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრთან, აცრის რიგში. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

2 ივნისი ბოლონიაში ვაქცინაციის „ღია კარის დღედ“ გამოცხადდა, სლოგანით: „გაიკეთეთ ვაქცინა, ვისაც შეგიძლიათ“. ასაკის შეზღუდვის გარეშე აცრის მსურველი იმდენი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ჰაბთან რიგში ზედახორა მოხდა. Johnson & Johnson-ის ვაქცინის 1200 დოზის რიგში 5000-მდე ადამიანი იდგა.

შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა ზოგიერთი მოქალაქის მცდელობა, ურიგოდ წასულიყო. წესრიგის დასამყარებლად აცრის ცენტრის თანამშრომლებმა კარაბინერები გამოიძახეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close