ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური ქარიშხლები ივნისში – ცნობილია მძიმე დღეები

ივნისის მაგნიტური ქარიშხლები არც ისე ძლიერი იქნება, თუმცა ერთი სერიოზული დარტყმა მაინც გველოდება

მიმდინარე წლის ივნისში ერთი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.

მათი თქმით, ივნისის მაგნიტური ქარიშხლები არც ისე ძლიერი იქნება, თუმცა ერთი სერიოზული დარტყმა მაინც გველოდება.

მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი 2021 წლის ივნისში ასე გამოიყურება:

    • 1, 2 და 3 ივნისი – სუსტი მაგნიტური ქარიშხალი. იგრძნობენ გულ−სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე, ასაკოვანი და მეტეოდამოკიდებული ადამიანები;
    • 8 ივნისი – სუსტი მაგნიტური ქარიშხალი. მეტეოდამოკიდებულები იგრძნობენ თავის ტკივილსა და წნევის ცვალებადობას;
    • 9 ივნისი – წინა დღესთან შედარებით ძლიერი, თუმცა მთლიანობაში მაინც საკმაოდ სუსტი.  ძირითადად, მოსალოდნელია ძილის პრობლემები და ზოგადი სისუსტე;
    • 16 და 17 ივნისი – C1 დონის მაგნიტური ქარიხალი. ეს უკვე სერიოზული შეტევა იქნება სისხლძარღვებზე, რასაც უკვე 15 ივნისის საღამოს იგრძნობთ. მოსალოდნელია თავბრუსხვევები, გულისრევის შეგრძნება და ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
    • 28 ივნისი – ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი.

რეკომენდაციები ექიმებისგან: როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close