მედიცინა

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა – ამ ვერსიის გადამოწმება სპეცსამსახურებმა დაიწყეს

ბრიტანელმა პროფესორმა ანგუს დალგლიშმა და ნორვეგიელმა ვირუსოლოგმა ბირგერ სორენსენმა განაცხადეს, რომ SARS-Cov-2  ჩინელმა მეცნიერებმა უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც უჰანში 2002-2019 წლებში ჩატარებული ექსპერიმენტები გააანალიზეს.

დალგლიშსა და სორენსენს მიაჩნიათ, რომ უჰანელმა ექსპერტებმა კორონავირუსის საწყისი „მასალა“ გამოქვაბულის ღამურებისგან აიღეს, შემდეგ კი მას ახალი ცილა მიამაგრეს და სწორედ ასე შეიქმნა SARS-Cov-2.

მათი თქმით, ამის დასტურია ოთხი ამინომჟავის სერია, რომლებიც კორონავირუსის ცილაში აღმოაჩინეს.

დალგლიშის და სორენსენის განცხადებით, ვირუსის შექმნის შემდეგ ჩინელი მეცნიერები შეეცადნენ კვალი ისე დაეფარათ, რომ ყველა მტკიცებულებას  ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიეთითებინა.

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ახალი ტიპის კორონავირუსის ხელოვნური, ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიის გადამოწმება დამოუკიდებლად დაიწყეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი  შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლებენ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმოშობის ორ ვერსიას ამუშავებენ – ცხოველიდან ადამიანზე ბუნებრივი ტრანსმისია და ვირუსის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონვა.

ბაიდენმა  ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის 90 დღე გამოყო.

როგორც ბრიტანულმა წყარომ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ასევე არ გამორიცხავს SARS-CoV-2-ის ხელოვნურ წარმოშობას.

მიმდინარე წლის მარტში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვა „ნაკლებად სავარაუდოა“, მთავარ ვერსიად შესაძლოა ვირუსის ღამურებიდან ადამიანზე გადაცემა ჩაითვალოს.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close