სამზარეულო

სალათა სოკოთი და კიტრით (სამარხვო)

საჭირო პროდუქტი: 1/2 კონა სალათის ფოთლები, 200 გ ქამა სოკო, 2 კიტრი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა, 8-10 ზეთისხილი, 1 კონა მწვანე ხახვი, 4 ს/კ სამარხვო მაიონეზი, რეჰანი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: სალათის ფოთლები და მწვანე ხახვი გარეცხეთ და დაჭერით წვრილად. წვრილ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით კიტრი, მრგვლად – ბულგარული წიწაკა. ბოსტნეული მოათავსეთ სასალათეში. ქამა სოკო თხელ ნაჭრებად დაჭერით და მოხარშეთ, ადუღეთ 5 წუთი, გადაიტანეთ საწურზე და გააცივეთ, შემდეგ დაუმატეთ სასალათეში მოთავსებულ ინგრედიენტებს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ზეთისხილი, ოხრახუში, კამა და სალათა. შეკმაზეთ მარილით, ბაზილიკითა და მაიონეზით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close