მედიცინაnews

სინგაპურში COVID-19-ის ჩასაბერი ტესტი დაამტკიცეს, რომელიც პასუხს ერთ წუთში იძლევა

სინგაპურში COVID-19-ის ჩასაბერი ტესტი დაამტკიცეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია Breathonix-ის წარმოების ტესტი პასუხს ერთ წუთზე ნაკლებ დროში იძლევა და, კვლევების თანახმად, 95%-იანი სიზუსტით გამოირჩევა.  

ტესტი იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც პოლიციის ჩასაბერი ტესტი, რომელიც მძღოლის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის დასადგენად გამოიყენება.

ერთჯერად მილში ჩაბერვის შემდეგ სისტემა ამოსუნთქული ჰაერის ქიმიურ შემადგენლობას აანალიზებს, რის შედეგადაც ადგენს, ინფიცირებულია თუ არა ტესტის მომხმარებელი.

სინგაპურში იმედოვნებენ, რომ სწრაფი ტესტის გავრცელება გაამარტივებს საზღვრების გახსნისა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პროცესს.

სავარაუდოდ, ჩასაბერი ტესტის ღირებულება 3.8 დოლარი იქნება.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close