მსოფლიოხელოვნება

ევროვიზიის ფინალისტები ცნობილია

ბუკმეკერების პროგნოზით, გამარჯვების შანსის მქონე შემსრულებელთა შორის პირველ ადგილზე იტალიური ჯგუფია

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ როტერდამში გუშინ საღამოს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. თორნიკე ყიფიანი მეორე ნახევარფინალში მეათე ნომრად წარდგა მაყურებლის წინაშე სიმღერით „You“.

მეორე ნახევარფინალში მონაწილე 17 ქვეყნის წარმომადგენლებიდან კონკურსის ფინალში 10 შემსრულებელი გავიდა. მათ შორის თორნიკე ყიფიანი ვერ მოხვდა. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

თორნიკე ყიფიანის წარუმატებლობა მოულოდნელი არ ყოფილა – ბუკმეკერების პროგნოზით, იგი ბოლო ადგილს იკავებდა.

ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად მომღერალმა დაწერა, რაც შეეხება არანჟირებას, ის სტუდია Bravo Records-მა გააკეთა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდნენ გორის ქალთა გუნდი, შემსრულებლები – მარიკო ლეჟავა, მარიამ შენგელია და ალეკო ბერძენიშვილი.

2020 წელს თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me as I am, თუმცა პანდემიის გამო ღონისძიება არ ჩატარდა და 2021 წლის კონკურსისთვის ყიფიანმა სიმღერა შეცვალა.

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში სულ 20 მომღერალი გავიდა – ნორვეგიის, ისრაელის, რუსეთის, აზერბაიჯანის, მალტის, ლიეტუვის, კვიპროსის, შვედეთის, ბელგიის, უკრაინის, ალბანეთის, სერბეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, ისლანდიის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საბერძნეთის და ფინეთის წარმომადგენლები.

მათთან ერთად ფინალში გამარჯვებისთვის 22 მაისს „დიდი ხუთეულის” ქვეყნების – საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის, აგრეთვე, კონკურსის მასპინძელი ქვეყნის – ნიდერლანდების წარმომადგენლები იბრძოლებენ.

მონაწილეთა სრული სია:

  • ნიდერლანდები – Jeangu Macrooy “Birth Of A New Age”
  • ლიეტუვა – The Roop “Discoteque”
  • რუსეთი – Manizha “Russian Woman”
  • შვედეთი – Tusse “Voices”
  • კვიპროსი – Elena  Tsagrinou “El Diablo”
  • ნორვეგია – TIX “Fallen Angel”
  • ბელგია – Hooverphonic “The Wrong Place”
  • ისრაელი – Eden Alene “Set Me Free”
  • აზერბაიჯანი – Samira Effendi  “Mata Hari”
  • უკრაინა – Go_A “SHUM”
  • მალტა – Destiny “Je Me Casse”
  • სან მარინო – Senhit “Adrenalina”
  • საბერძნეთი – Stefania “Last Dance”
  • მოლდოვა – Natalia Gordienko “SUGAR”
  • ისლანდია – Daði & Gagnamagnið “10 Years”
  • სერბეთი – Hurricane “Loco Loco”
  • ალბანეთი – Anxhela Peristeri  “Karma”
  • პორტუგალია – The Black Mamba “Love Is On My Side”
  • ბულგარეთი – Victoria “Growing Up Is Getting Old”
  • ფინეთი – Blind Channel “Dark Side”
  • შვეიცარია – Gjon’s Tears “Tout l’Univers”
  • დიდი ბრიტანეთი – Jemes Newman  “Embers”
  • გერმანია – Jendrik “I Don’t Feel Hate”
  • ესპანეთი – Blas Cantó “Voy A Quedarme”
  • იტალია – Måneskin “Zitti E Buoni”
  • საფრანგეთი – Barbara Pravi “Voilà”.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალური შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში 22 მაისს 23:00 საათიდან დაიწყება.

ბუკმეკერები აკეთებენ პროგნოზს, ვის აქვს კონკურსში გამარჯვების რეალური შანსი, რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზეა იტალია – ჯგუფი  Måneskin, სიმღერით Zitti E Buoni.

ბუკმეკერების გათვლებით, გამარჯვების შანსის მქონე მომღერლებს შორის მეორე ადგილზეა საფრანგეთის წარმომადგენელი ბარბარა პრავი სიმღერით “Voilà”.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close