მიგრაცია

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს გერმანიის ელჩი გამოეხმაურა

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილის არასათანადო, ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პირობების საკითხს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა. ელჩის თქმით, პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს, მთავარია, ისინი მალე მოგვარდეს. 

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს ეხებოდა, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ, უწყებებმა მიიღეს ზომები, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, ისინი მალე მოგვარდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, პროგრამის წარმატებით განხორციელებაც ასეთივე ყურადღებით გაშუქდება“, – განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

ელჩის კომენტარს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close