იტალიასაზოგადოება

იტალიაში 40-იდან 50 წლამდე მოქალაქეების აცრა იწყება კორონავირუსის წინააღმდეგ

40-იდან 50 წლამდე მოქალაქეებს 17 მაისიდან შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე დარეგისტრირდნენ – ამის  შესახებ ოთხშაბათს კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციების კომისარმა ფრანჩესკო ფილიუოლომ განაცხადა.

პირველად იტალიაში ხანდაზმული ადამიანების, მოხუცთა სახლების თანამშრომლების და სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყეს 2021 წლის იანვარში. იმუნიზაციის კამპანია ასაკობრივი პრინციპით მიმდინარეობს, ყველაზე ხანდაზმულებიდან – ახალგაზრდებისკენ. მასობრივი ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია, თუმცა მთავრობა დაბეჯითებით ურჩევს მოქალაქეებს აცრას.

იანვარი-აპრილის პერიოდში იმუნიზაციის კამპანია მნიშვნელოვანი შეფერხებით და ჩამორჩენით მიმდინარეობდა. ამის მთავარი მიზეზი იყო  Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების მიწოდების შეფერხება, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებას აკრიტიკებს პროცესის ცუდად ორგანიზების გამო. დაგეგმილი ტემპის მიღწევა მხოლოდ აპრილის ბოლოსთვის გახდა შესაძლებელი.

12 მაისის მონაცემებით, იტალიაში პირველი და მეორე აცრა უკვე გაიკეთა 7 786 877-მა ადამიანმა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12,93%-ს შეადგენს. ვარაუდობენ, რომ 2021 წლის შემოდგომის ბოლომდე იტალიის მოსახლეობის 80% უნდა იყოს აცრილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close