მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები
21 წლის გოგონამ 6 კილომდე ბავშვი გააჩინა
21 წლის გოგონამ 6 კილოგრამამდე ბავშვი გააჩინა. შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ახალშობილს 6 კილომდე 110 გრამი აკლდა, რითაც ის მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ყველაზე დიდ გოგონებს შორის.
ემბერის თქმით, ორსულობის განმავლობაში მან 30 კილოგრამი მოიმატა. მუცელი იმდენად დიდი იყო, რომ ექიმებს ეგონათ, ტყუპი გაჩნდებოდა.
რისკების თავიდან ასაცილებლად ემბერს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, დაბადებულმა გოგონამ კი ექიმების გაოცება გამოიწვია.
ბავშვის დედა ჯერაც ვერ გრძნობს თავს კარგად. ბავშვს ხელშიც ვერ იჭერს, რადგან ძალიან მძიმეა, თავად კი ჯერაც ძალიან სუსტადაა.
primetime.ge
კომენტარები