კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 მაისი
3-იდან 9 მაისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში გაძლიერებული პასუხისმგებლობა და დისციპლინა ხელს შეუწყობს ქაოსის თავიდან აცილებას ნებისმიერ საქმეში, კონსერვატიზმი და რაიმე სიახლისადმი უნდობლობა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
მნიშვნელოვანი საქმე, რომლის შესრულებაც მოგვიანებით გადაწყვიტეთ, უმჯობესია ახლავე დაასრულოთ. სამაგიეროდ შაბათ-კვირას წყნარად დაისვენებთ! ამ კვირაში მეგობრებთან შეხვედრა და უამრავი დადებითი ემოცია გელით. არავითარი დიეტა და შეზღუდვები. მიუხედავად ამისა, სასურველია მცირე ფიზიკური დატვირთვა.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 4.
კურო
კარგი კვირაა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ მზად უნდა იყოთ იმ სირთულეების დასაძლევად, რომელიც შეიძლება პირველ ეტაპზე წარმოიშვას. კარგ გამოცდილებას შეიძენთ, რაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმარებათ. მეგობრებისგან მოულოდნელი სიურპრიზებისთვის მოემზადეთ. ამ კვირაში გაცივების საშიშროება არსებობს. თუ ქალაქგარეთ გაემგზავრებით, შეეცადეთ დასვენების ყველა დეტალი წინასწარ მოიფიქროთ.
სასიკეთო დღეები: 4, 9.
არასასიკეთო დღე: 5.
ტყუპი
კვირის დასაწყისში არც ისე ბევრი რამ არის საჭირო თქვენგან: დასახული გეგმები სამომავლოდ არ გადადოთ. შესანიშნავი დროა ნებისმიერი მოლაპარაკებისა და შერიგებისთვის. ახლა ძალიან მგრძნობიარე ხალხიც კი გაპატიებთ, თუ სწორად სთხოვთ. არ გაფანტოთ თანხა: დახარჯეთ მცირედ, გონივრულად. თუ კარგი შემოთავაზებები არსებობს, პირველ რიგში, ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ რჩევა.
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 8.
დროა იმუშაოთ შეცდომებზე. აღიარეთ თქვენი ხარვეზები, მათი არსებობის შემთხვევაში, და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა მცოდნე ადამიანებისთვის. ბავშვებს შეუძლიათ გაგაკვირვონ თავიანთი მოქმედებებით ან მსჯელობით. სანამ ახალგაზრდა თაობასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით. ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 3.
ამ კვირაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. არაერთი კარგი იდეა გაქვთ და ვარსკვლავების რჩევით, შეეცადეთ მათ განხორციელებას. 6-იდან 9 მაისამდე ელოდეთ ფინანსურ შემოსავალს, რომლის მიღების იმედი უკვე დაკარგული გაქვთ. მისი ნაწილი საკუთარი თავის გასამხიარულებლად დახარჯეთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები, რაც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სასიკეთო დღეები: 3, 8.
არასასიკეთო დღე: 7.
ქალწული
კვირის დასაწყისი თამამი იდეების დროა და ვარსკვლავების რჩევით, იაქტიურეთ – ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გამოგივათ. ამ შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდებათ მნიშვნელოვანი ძალისხმევა. მოუსმინეთ ინტუიციას. რაც შეიძლება ხშირად შეხვდით მეგობრებს, ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. უმჯობესია ახლა ხელმძღვანელობას არ ეკამათოთ: ეს თქვენთვის უფრო ძვირფასი იქნება.
სასიკეთო დღეები: 4, 9.
არასასიკეთო დღე: 6.
შეეცადეთ არაფერზე დაკარგოთ დრო და ენერგია. თუ შეიძლება რაიმეზე უარი თქვათ, გააკეთეთ ეს! შესაძლებელია მოგზაურობები, რაც ადრე არ დაგიგეგმავთ. თქვენი გრაფიკის გადახედვა მოგიწევთ. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყვეთ, ის აუცილებლად დაგიფასებთ!
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 3.
მორიელი
ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ პერიოდში დილის საათებში დაგეგმეთ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და შედეგიანი იქნება. საღამოს, პირიქით, დაისვენეთ. ზოგიერთ მორიელს იმედგაცრუება ელის მეორე ნახევართან დაკავშირებით. იყავით მომთმენი, ნუ იჩქარებთ დასკვნის გაკეთებას: საკუთარ თავს აუცილებლად მიეცით დრო დაფიქრებისთვის.
სასიკეთო დღეები: 3, 8.
არასასიკეთო დღე: 4.
თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, ახლა ეს ცვლილებები გადადეთ. ამ პერიოდის განმავლობაში უმჯობესია დინებას მიჰყვეთ. დიდი შანსია, თქვენს მომავალ სიყვარულს შეხვდეთ, განსაკუთრებით 3 ან 4 მაისს. ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას და კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
სამსახურში დატვირთული დრო გელით. ბევრი საქმე გექნებათ, თუმცა დრო მათ შესასრულებლად – არც ისე ბევრი. ოჯახის წევრებს სთხოვეთ საშინაო საქმეების გაკეთება. სავარაუდოა არაჩვეულებრივი შეხვედრები, ასევე საქმიანი მოლაპარაკებები, რომლის შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით. სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიცნობთ ადამიანს, რომელმაც მომავალში შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. ფხიზლად იყავით!
სასიკეთო დღეები: 5, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
ამ კვირას არ შეიძლება ეწოდოს მარტივი და უღრუბლო, მაგრამ შესამჩნები იქნება დადებითი ტენდენციების გავლენა. ამიტომ ტყუილად ნუ ღელავთ! დაისვენეთ და ყველაფერი მშვიდად მიიღეთ. დივანზე წამოწოლა წიგნით ხელში – ეს შესანიშნავი საშუალებაა ძალების აღსადგენად.
სასიკეთო დღეები: 4, 9.
არასასიკეთო დღე: 8.
საოჯახო საქმე და ყველაფერი, რაც სახლს უკავშირდება, ახლა წინა პლანზე წამოიწევს. ამ კვირაში გამოიჩინეთ მონდომება და სიმტკიცე. ყურადღებით იყავით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. შესაძლებელია როგორც ქრონიკული დაავადების გამწვავება, ისე ახალი დაავადების გაჩენაც. ძალია ნუ დაიტვირთავთ თავს.
სასიკეთო დღეები: 7, 9.
არასასიკეთო დღე: 6.
თამთა გურული
კომენტარები