საზოგადოებაარტისტი

„დავწერ იმ ჯოჯოხეთზე…“ – რას წერს პაციენტი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად იწვა რეანიმაციაში

85 წლის კახი კავსაძე თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე ძვირფასი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელიც მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად იწვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში, სოციალურ ქსელში იქ გატარებულ დროს იხსენებს.

ქალბატონი მარინე წერს, რომ მის და კახის საწოლებს შორის ერთი საწოლი იდგა, რომელზეც სა­ში­ნე­ლი სისწრაფით იც­ვლე­ბოდ­ნენ ავად­მყო­ფე­ბი და ისინი, ცო­ცხლე­ბი, „როლ­და­ვი­წყე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი­ვით შეჰყურებდნენ ერ­თმა­ნეთს და თავიანთ რიგს ე­ლო­დნენ“.

„ბატონო კახი!
ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად.
სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გაგავაერთიანა.
თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან.
მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან.
თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ „გამანდეთ“, თან წამოვიღებ.
ოდესმე თუ შევძელი და დავწერე იმ ჯოჯოხეთზე, იმ რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებ, თქვენგან სევდიან სიხარულებად რომ დამრჩა.
რისთვის უნდოდა უფალს ეს შეხვედრა – არტისტისა და მაყურებლის მონაწილეობით გამართული ეს ბოლო სპექტაკლი, რეანიმაციის რამპების შუქზე და „საპიორი“ აპარატურის აკომპანიმენტით.
ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იწვა. უფრო სწორად, ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები. და ჩვენ, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შევყურებდით ერთმანეთს და ჩვენს რიგს ველოდით…
ნათელში იყავით!“ – წერს მარინე ბერიძე.

ბატონო კახი!
ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად.
სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ…

Posted by მარინე ბერიძე on სამშაბათი, 27 აპრილი, 2021

ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაავადება დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა, თუმცა მოგვიანებით კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, სადაც გარდაცვალებამდე მკურნალობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close