პოლიტიკაnews

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

„მინდა, გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია… თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ პატივს ვცემთ არჩილის გადაწყვეტილებას და ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის განმარტებით, არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კი კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close