„კიდევ ერთი დედოფალივით ქალი ჩაიხუტა სიკვდილმა უცხო ქვეყანაში“
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატო ბერძენიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატო ბერძენიშვილი ემიგრანტი ქართველი ქალის, ეკა ოჩხიკიძის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფეისბუქში ავრცელებს.
„კიდევ ერთი დედოფალივით ქალი ჩაიხუტა საზიზღარმა სიკვდილმა უცხო ქვეყანაში, მალე, მალე მოგეფერება შენი ვანი, ჩემო საყვარელო გოგო! მარად ჩემს გულში იქნები, ეკა!“ – წერს ბერძენიშვილი.
როგორც ირკვევა, ქალის გარდაცვალების მიზეზი მწვავე ინფარქტი გახდა.
ნატო ბერძნეიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალბატონს მოსკოვიდან საქართველოში, სავარაუდოდ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და მშობლიურ ვანში წაასვენებენ.
კიდევ ერთი დედოფალივით ქალი ჩაიხუტა საზიზღარმა სიკვდილმა უცხო ქვეყანაში, მალე,მალე მოგეფერება შენი ვანი ჩემო საყვარელო გოგო!მარად ჩემს გულში იქნები ეკა!
Posted by Nato Berdzenishvili on კვირა, 18 აპრილი, 2021
კომენტარები