ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19-25 აპრილი

19 აპრილიდან 25 აპრილამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ცხოვრებაში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი გამოჩნდება. თან თითქოს ყველა მათგანი შეარჩიეთ – ჭკვიანი, საინტერესო, მხიარული. განამტკიცეთ ურთიერთობები, დაამყარეთ კავშირები და თავიდან აიცილეთ კამათი და გაუგებრობა. მომავალში საკუთარ თავს მადლობას ეტყვით ამისთვის.

 

ვერძი

ამ პერიოდის განმავლობაში ვარსკვლავები ბევრ თქვენგანს ფინანსურ სარგებელს ჰპირდებიან, რაც თქვენს შრომაზე იქნება დამოკიდებული. პასუხისმგებლობა და მოვალეობები არ უნდა უგულებელყოთ, როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით. გონიერება გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობისას, ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისთვის. 19 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით ფხიზლად იყავით: შეიძლება მოგატყუონ. სასიყვარულო ურთიერთობაში ძველი ვნების აღდგენას თავად უნდა შეეცადოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია!

სასიკეთო დღეები: 20, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ნებისმიერი კამათი თუ ჩხუბი ახლა არასასურველია. პირიქით, შეეცადეთ კეთილგანწყობილი იყოთ ყველას მიმართ, ვისთანაც ურთიერთობა გექნებათ. თქვენი კეთილი საქმე მომავალში რთული სიტუაციიდან გამოსვლაში ან ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავების რჩევით, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პერიოდში გაფორმებული შეთანხმებები (გარიგებები), წამგებიანი აღმოჩნდება. ტრენინგები დადებით შედეგს მოგიტანთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ონლაინ კურსებით დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

ადვილი შესაძლებელია ამ კვირაში ქრონიკულმა ტკივილებმა თავი შეგახსენოთ. ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ცხოვრების ჯანსაღი წესია. სამსახურში თქვენი პროექტები ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, თუმცა ცოტა მოგვიანებით, ამიტომ არ ინერვიულოთ. შაბათ-კვირას სახლში ნუ დარჩებით, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 23-იდან 25 რიცხვამდე შესაძლებელია გარკვეული თანხა მიიღოთ, რასაც არ ელოდით.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ახლა შეიძლება სამსახურებრივი რომანი ჰქონდეს, თუმცა ამ რომანს, სავარაუდოდ, გაგრძელება არ ექნება. ახლა უკეთესია სამსახურში ხელმძღვანელობა არ გააღიზიანოთ. წარმატება თქვენთან მოვა არა რაიმე სარისკო წამოწყებით, არამედ შრომისმოყვარეობით. ოჯახში შესაძლებელია შინაური კამათი. გაანეიტრალეთ დაძაბული სიტუაცია დათმობით და კეთილგანწყობით.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ლომი

დიდი შანსია, ამ კვირაში ძალიან დაკავებული აღმოჩნდეთ. გამორიცხული არ არის, ეს ახალი სამუშაოს დაწყებას ეხებოდეს. შეიძლება მიიღოთ მაცდური, მაგრამ ძალიან სარისკო შემოთავაზება. ხელიდან არ გაუშვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიურ შედეგში სრულიად დარწმუნებული იქნებით. ამ პერიოდის განმავლობაში სასურველია მაქსიმალურად იმუშაოთ, რათა შემდგომ საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. დროა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა. პირად ცხოვრებაში სიტუაცია სტაბილური იქნება.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ქალწული

ნუ დაიწყებთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. ახლა ყველაზე კარგი იქნება, თუ ერთმანეთისგან დაისვენებთ. ამ კვირაში თქვენი უმეტესობა კმაყოფილი დარჩება თავისი შრომის ნაყოფით, თუმცა სასურველია მაღალფასიანი შესყიდვები არ განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლში არ იჯდეთ და მიიღოთ ყველა მიწვევა, რასაც შემოგთავაზებენ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

 

სასწორი

როგორი არჩევანიც არ უნდა გქონდეთ ახლა, ყველაფერს სწორად გააკეთებთ. ეჭვი არ შეგეპაროთ თქვენს შესაძლებლობებში! იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება ადამიანებზე, ახალ მეგობრებს შეგმატებთ. ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ კარდინალურად შეიცვალოთ გარეგნობა და ბედიც ახალ გზას გამოგიჩენთ. შეეცადეთ იყოთ უფრო ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მორიელი

ძველი ნაცნობები, რომლებიც დიდი ხანია დაივიწყეთ, კვლავ გამოჩნდებიან, თუმცა მათი დრო ამოიწურა! ეს პერიოდი ხელსაყრელია იმისთვის, რომ თქვენი იდეები გააცნოთ ხელმძღვანელობას. მათ დაამტკიცებენ. ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო მეტი და უკეთესად, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. პირადი ცხოვრება სტაბილური და საკმაოდ კომფორტული იქნება.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 22

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება. ვარსკვლავები ხელს გიწყობენ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რაზე ოცნებაც კი ვერ გაბედეთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი კარი გაიხსნება. კოლეგები დადებითად შეაფასებენ თქვენს ნაყოფიერ მონაწილეობას პრობლემების მოგვარებაში და თქვენი ავტორიტეტი მათ თვალში გაიზრდება. ახლა უკეთესია სესხი არ გასცეთ, თუ ფულის დაკარგვა არ გინდათ. შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება 22 აპრილიდან 25 აპრილამდე პერიოდი. სავარაუდოდ, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. ამ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე – წარმატებით განახორციელებთ! უახლოესი ნათესავები შეიძლება თქვენზე განაწყენდნენ: მზად იყავით ამისთვის. სთხოვეთ დახმარება მეგობრებს, თქვენს მეორე ნახევარს და თავს უკეთესად იგრძნობთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 19

 

მერწყული

სირთულეები, რომელთა გადაჭრაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოახერხეთ, ახლა უკვე წარსულს ჩაბარდება. კარგი იქნება დაგეგმოთ მოგზაურობა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფრენა რეკომენდებული არ არის. სასურველია ეს დრო მშვიდად გაატაროთ, დივანზე წამოწოლილმა, საინტერესო წიგნით ხელში. დასვენება გჭირდებათ! ფიზიკურმა შრომამ შეიძლება ძველი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს – ფრთხილად იყავით.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თევზები

არ გსურთ ურთიერთობის მსხვრევა? მაშინ სადავეები თქვენს პარტნიორს გადაეცით. თავად იზრუნეთ საკუთარ თავზე – მაგალითად, განაახლეთ გარდერობი. შოპინგი სიხარულს მოგიტანთ. სხვათა შორის, ახლა საუკეთესო დროა მანქანის ან ბინის შესაძენად. ამავე დროს, არასასურველია სესხის აღება. შემოიფარგლეთ მხოლოდ ახლო ადამიანებთან კომუნიკაციით, რომლებიც კარგად გიცნობენ.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close