fbpx
ეკონომიკამოგზაურობა

„ვიზეარმა“ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დღეს განაახლა (ვიდეო)

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. 18 აპრილს, გვიან ღამით ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

„განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში „ვიზეარი“ რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“, – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, ზაფხულში, ივნისიდან „ვიზეარი“ ეტაპობრივად განაახლებს ფრენას ევროპის კიდევ 13 ქალაქის მიმართულებით. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელ ქალაქებზეა საუბარი.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი მგზავრებისთვის დღეს გაიხსნება.

განახლებულ აეროპორტში ორი ტერმინალი გაერთიანდა. არსებობს მოფრენისა და გაფრენის დარბაზები. აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს.

მოწყობილია 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება, მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში ბარგის ჩაბარებას თავად შეძლებენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close