ვიდეომსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევა: სტიქიური უბედურების ზონიდან მხოლოდ ვაქცინირებულები გაყავთ (ვიდეო)

საკრუიზო ხომალდებს კარიბის კუნძულ სენტ ვინსენტიდან, სადაც ვულკანი ამოიფრქვა, მეზობელ კუნძულებზე მხოლოდ ის ადამიანები გადაყავთ, რომლებიც კორონავირუსზე არიან ვაქცინირებულები, იუწყება გამოცემა Business Insider-ი.

როგორც სენტ ვინსენტისა და გრენადინების (დამოუკიდებელი სახელმწიფო კარიბის ზღვაში, შედის ერთა თანამეგობრობაში) პრემიერ-მინისტრმა რალფ გონსალვესმა განმარტა, კუძულიდან 16 ათასი ადამიანია საევაკუაციო, თუმცა მანამდე მათ COVID-19-ზე აცრა უნდა გაიკეთონ.

„მთავარი ექიმი ვაქცინირებულებს საიდენტიფიკაციო მოწმობას მისცემს, რის შემდეგაც მათ ხომალდებზე აუშვებენ“, – აღნიშნა გონსალვესმა.

მისი თქმით, სტიქიური უბედურების მიუხედავად ზოგი კუნძული, როგორიცაა: სენტ ლუსია, გრენადა, ბარბადოსი და ანტიგუა, უარს აცხადებენ ევაკუირებულთა მიღებაზე, თუ ისინი აცრილები არ იქნებიან კორონავირუსზე.

ამ დროისათვის სენტ ვინსენტი მთლიანად ვულკანური ფერფლითაა დაფარული.

​ვულკანი სუფრიერი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ვულკანია ვესტ ინდოეთში, მისი ასაკი დაახლოებით 60 მლნ წელია. ბოლოს ის 1979 წელს ამოიფრქვა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სენტ-ვინსენტისა და გრენადინის სოფლის მეურნეობას, რის შემდეგაც კუნძულმა ეკონომიკური ორიენტირი შეიცვალა და ტურისტულ სფეროზე გადაერთო.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close