ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰის ტურნირის ფინალში გავიდა
12 მარტს, საღამოს გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მეტოქე, 21 წლის ტეილორ ფრიცი 2 სეტში დაამარცხა ანგარიშით 7-6(3), 6-1 და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის დოჰის ტურნირის ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღით, მეოთხედფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3 სეტში სძლია ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, 39 წლის როჯერ ფედერერს და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მეხუთე ნომრად განთესილი ესპანელი ჩოგბურთელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც ნახევრფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს სძლია ანგარიშით 6:3, 6:3.
ფინალური მატჩი ქართველ და ესპანელ ჩოგბურთელებს შორის დღეს, 13 მარტს, 19:00 სთ-ზე (თბილისის დროით – 20:00 სთ) გაიმართება.
ცნობისათვის, ბაუტისტა აგუტი დოჰის ტურნირის 2019 წლის გამარჯვებულია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1 050 570 აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 20,71%-ით ნაკლებია.
🇬🇪 Nikoloz Basilashvili is through to the final in Doha.
He scores a 7-6(3), 6-1 victory over Taylor Fritz. pic.twitter.com/gOOEkPwURe
— ATP Tour (@atptour) March 12, 2021
კომენტარები