fbpx
იტალიაპოლიტიკა

ორშაბათიდან ნახევარი იტალია „წითელი ზონა“ იქნება, დანარჩენი – „ნარინჯისფერი“, სარდინიის გარდა

27 ათასამდე ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში, 380 გარდაცვლილი

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერნცა უახლოეს საათებში ახალ დადგენილებას მოაწერს ხელს, რომელიც 15 მარტიდან შევა ძალაში. დადგენილების თანახმად, „წითელ ზონაში“ ექცევა რეგიონები – ემილია რომანია, ფრიული ვენეცია ჯულია, ლაციო, ლომბარდია, მარკე, პიემონტი, აპულია, ვენეტო და ავტონომიური პროვინცია ტრენტო, ხოლო კამპანია და მოლიზე ისევ „წითელ ზონაში“ დარჩება. 

ყველა დანარჩენი რეგიონი კი „ნარინჯისფერი“ იქნება, გარდა სარდინიისა, რომელიც „თეთრ ზონად“ არის აღნიშნული. ამჟამად მიმდინარეობს ბაზილიკატის მონაცემების დამუშავება, რომელიც შესაძლოა, აგრეთვე, „წითელი ზონა“ გახდეს.

რუკა: Corrierre della Sera

მინისტრის ბრძანებულება ძალაში იქნება 6 აპრილამდე.

ამასთან, აღდგომის პერიოდში, 3-იდან 5 აპრილამდე „წითელი ზონებისთვის“ განკუთვნილი შეზღუდვები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს, გარდა „თეთრი ზონებისა“ (ამჟამად იტალიაში მხოლოდ ერთი „თეთრი ზონაა“ – სარდინია).

მარტის დასაწყისში მარიო დრაგის ახალმა მთავრობამ გააძლიერა შეზღუდვები „წითელი ზონებისთვის“, სადაც დაკეტილია არა მარტო ბარები, რესტორნები, მაღაზიები და საშუალო სკოლები, არამედ დაწყებითი სკოლებიც. მოსახლეობას სთხოვენ, მაქსიმალურად მოერიდონ გარეთ გამოსვლას.

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 380 პაციენტი.

ქვეყნის ჯანადაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, Rt – ვირუსის ტრანსმისიის ინდექსი (მაჩვენებელი, თუ რამდენ ადამიანს აინფიცირებს საშუალოდ ერთი დაავადებული) ქვეყნაში ამჟამად 1,6-ია, მაშინ როდესაც უსაფრთხო მაჩვენებლად ითვლება 1 და ნაკლები. აგრეთვე, სწრაფად იზრდება ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც უცნობია, ვისგან დაინფიცირდა ადამიანი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close