იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა

იტალიის პრეზიდენტმა, 79 წლის სერჯო მატარელამ დღეს დილით ახალი ტიპის კორონავირუსის (SARS-CoV-2) საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის რომში 1941 წელს და უფრო ადრე დაბადებული მოქალაქეების ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს და რამდენადაც რესპუბლიკის პრეზიდენტი 1941 წელსაა დაბადებული (იგი 23 ივლისს 80-ის ხდება), ასაკობრივად აცრა მოუწია.

სერჯო მატარელა რომის სპალანცანის ინსტიტუტში აცრეს (Istituto Spallanzani – ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც ლაზარო სპალანცანის სახელს ატარებს) ამერიკული კომპანია „მოდერნას“ ვაქცინით.

აცრიდან 15 წუთის შემდეგ მატარელამ სპალანცანის ინსტიტუტის შენობა დატოვა.

ნინო ხოშტარია

ფოტო: Ansa

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close