რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ქუთაისელი გოგონა, რომელიც ერთსა და იმავე მამაკაცზე სამჯერ დაქორწინდა (ვიდეო)

გაიცანით გოგონა ქუთაისიდან, რომელიც პირველ ქორწილზე დაკლებული განცდების მიღებას ახალ-ახალი ქორწილების გადახდით ცდილობს.

კაწიას და გიგას ქორწილი სამჯერ ჰქონდათ. ეს იმიტომ, რომ პირველი, ტრადიციული ქორწილი ცუდად ახსოვთ.

„14 წლის წინ, პირველ ქორწილში დიდი სუფრა, თამადა და უამრავი ნათესავი გვყავდა, რომლის ნახევარსაც არ ვიცნობდი. ვერც მე გავერთე და ვერც ჩემი სტუმრები. ეს იყო ქორწილი – ქორწილისთვის“, – უყვება კაწია kutaisipost.ge-ს.

ყოველ წელს ქორწილის გადახდის ტრადიცია ქორწინების 10 წლის თავზე გაჩნდა, როცა კაწია და მისი მეუღლე, მეორედ დაქორწინდა. მომდევნო ოთხ წელიწადში კი – მესამედ.

როგორც კაწია ამბობს, ქორწილი მხოლოდ ორი ადამიანის დღეა, სადაც მხოლოდ უახლოესი მეგობრები უნდა იყვნენ.

„პანდემია ცუდია, მაგრამ ბევრი ცუდიც მიაქვს. ვფიქრობ, თანდათან დამკვიდრდება პატარა ქორწილების გადახდის ტრადიცია და ქორწილში გვეყოლება მხოლოდ ის ადამიანები, ვინც გიყვარს. ტრადიციულის შემდეგ ორი პატარა ქორწილი გადავიხადე და ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს აღმოჩნდა. იმდენად, რომ კიდევ და კიდევ ვგეგმავ. ისე, როგორც დაბადების დღეს. ჩვენ დღემდე შეყვარებულები ვართ, ქორწილის დღეს ისე ვღელავთ, როგორც პირველი ქორწილის დროს, კვლავ გულის აჩქარებით ვარჩევ საქორწილო კაბას, ჩემი მეუღლე კოსტიუმს. მივდივართ ლამაზ ადგილას, მეგობრებთან ერთად და ვიღებთ სამახსოვრო ფოტოებს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close