მიგრაცია
EASO: 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მიღების თაობაზე 60%-ით ნაკლები განაცხადი შეიტანეს
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მიღების თაობაზე 8 508 განაცხადი შეიტანეს, რაც 2019 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლებია.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი განაცხადების მესამედზე მეტი 2020 წლის იანვარსა და თებერვალზე მოდის.
ამასთანავე, 2020 წლის აპრილსა და მაისში განაცხადების რაოდენობა 200-ის ქვემოთ ჩამოვიდა.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისში აღნიშნავენ, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეების განაცხადების აღიარების მაჩვენებლები დაბალი იყო და 4% შეადგინა.
imedinews.ge
კომენტარები