„პეგასუსი“ 11 თებერვლიდან სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს
11 თებერვლიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.
ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით დაუბრუნდა, თურქეთსა და საქართველოს შორის რეისების შესრულებას კვირაში 7 სიხშირით გეგმავს.
Pegasus Airlines-ი, COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციების ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
„ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უფრო მეტი დანიშნულების ქალაქი – ახლა უკვე გაცილებით მოქნილი გრაფიკით!
თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბოლის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან.
ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნომერზე 0322400040
ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით“, – აღნიშნულია Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები