მსოფლიოშეუცნობელი

დამთხვევა თუ წინასწარმეტყველება – „სიმფსონების“ ბევრი პროგნოზი რეალურ ცხოვრებაში ახდა (ვიდეო)

ამერიკული სატირული ანიმაცია „სიმფსონები“ (The Simpsons)  ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია.

მთავარი პერსონაჟები სიმფსონების ოჯახის წევრები არიან: დედ-მამა ჰომერი და მარჯი, შვილები – ბარტი, ლიზა და მეგი. მოვლენები ვითარდება გამოგონილ ქალაქ სპრინგფილდში. სერიალში უხვად არის ამერიკული კულტურის, საზოგადოების, ტელევიზიის და ადამიანების ყოფის პაროდირება. „სიმფსონების“ მსოფლიო შემოსავალმა 527 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

სერიალში ბევრი ისტორიული  და ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებაა, რომელთა უმეტესობა წლების შემდეგ მართლაც ახდა: საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი, ბენგ ჰოლმსტრომის ნობელის პრემიის ჯილდო ეკონომიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაზე გერმანიის გამარჯვება, პანდემია, ნიუ-იორკის ტყუპ შენობაზე თავდასხმა, ვიდეოზარი, „ჭკვიანი საათი“, iPod-ი და სხვა ტექნოლოგიური ინოვაციები. ახდა წინასწარმეტყველება დონალდ ტრამპზეც, მისი გაპრეზიდენტებით დაწყებული, საუდის არაბეთში ვიზიტით დამთავრებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close