მსოფლიოპოლიტიკა

ლონდონში უკანონო წვეულებაზე კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა (ვიდეო)

ლონდონში, უკანონო წვეულებაზე პოლიციამ შემზღუდველი ზომების დარღვევისთვის 300 ადამიანი დააკავა.

„სკოტლანდ იარდის“ ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამართალდამცველებმა ნახეს მასშტაბური შეკრება სარკინიგზო ხაზის თაღის ქვეშ, სადაც მუსიკალური წვეულება იმართებოდა. ამასთან, ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.

ბრიტანეთის პოლიციამ კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის 15 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ჯარიმა გამოწერა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩაკეტვის შესახებ 4 იანვარს განაცხადა. ლონდონში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში კარანტინი მარტის ბოლომდე გაგრძელდეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close