ისრაელის საელჩო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და, ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩის განცხადებაშია ნათქვამი.
„22 იანვარს საქართველოს მთავრობამ გვაცნობა პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ასევე, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დეტალები, თუ რა ტიპის სამედიცინო ტესტი, ვაქცინაცია ან სერტიფიკატი იქნება საჭირო, ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. ამიტომ, ნებისმიერი გაუგებრობისა და უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია მოთმინებით დაველოდოთ შემდგომ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საქართველოსა და ისრაელის მთავრობების ოფიციალური წყაროების მიერ.
ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელის საელჩო ჩართულია აქტიურ მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, ზალკანიანთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, რათა უმოკლეს დროში შესაძლებელი გახდეს ისრაელელი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში. 21 იანვარს აღნიშნული საკითხი დეტალურად იყო განხილული ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, აშკენაზისა და მისი ქართველი კოლეგის, ზალკანიანის სატელეფონი საუბრისას. შესაბამისად, ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის აღნიშნულ განცხადებას და მზად არის, ისრაელელ ვიზიტორებს გაუწიოს ყველა აუცილებელი საკონსულო მომსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
1tv.ge
კომენტარები