საინტერესო სტატისტიკა: ყველაზე პოპულარული და ყველაზე უცნაური გვარ-სახელები საქართველოში
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების სია გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში წინა წლის მსგავსად ყველაზე გავრცელებული გვარია ბერიძე. ბოლო მონაცემებით საქართველოში 29 593 ბერიძე ცხოვრობს.
ტრადიციულად, მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელია გიორგი – საქართველოში ეს სახელი 192 817 მამაკაცს ჰქვია, ქალების სახელებში ლიდერი კვლავ ნინოა – ქვეყანაში 115 724 ნინო ცხოვრობს.
ბოლო წლების მონაცემებში სახელების და გვარების პოპულარობის რეიტინგი, პრაქტიკულად, უცვლელია. რაც შეეხება იშვიათ სახელებსა და გვარებს, მათი ჩამოთვლა კი ნამდვილად ღირს, ბევრი მათგანი გაგაოცებთ და გაგახალისებთ კიდეც:
სახელები:
მილიარდი;
ვებერთელა;
მხედარი;
ვინარი;
კუკუშა;
ედემი;
ფუჩქი;
ფიზიკა;
პელე;
გარინჩა;
ნიუტონი;
სევდაგულ;
ფემისტოკლე;
კეკლუცა;
ნექტარი;
ლამაზი;
ვარგისო;
მოქეიფე.
გვარები:
ავგაროზაშვილი;
თერძიშვილი;
კბილიანაშვილი;
ზეცაშვილი;
ზურმუხტაშვილი;
კრიჭინაშვილი;
ვარვარიძე;
სურვილაძე;
შავთვალიშვილი;
უფროსაშვილი;
თევდორიკაშვილი;
ნამზითიშვილი;
ბუჩუხიშვილი;
ელკანაშვილი;
სასურქინაშვილი;
კვიტინი;
ღვლიღვაშვილი;
მონავარდიშვილი.
კომენტარები