მსოფლიოსაზოგადოება
ინგლისში სოლსბერის ტაძარი ვაქცინაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაკეთდა
ინგლისში სოლსბერის ტაძარი ვაქცინაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაკეთდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გახსნის პირველივე დღეს ტაძარში 80 წელს ზემოთ ასაკის 1000-ზე მეტი ხანშიშესული აიცრა.
აღსანიშნავია, რომ ტაძარში, მეტი კომფორტისთვის, რიგში მყოფ ადამიანებს კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ.
მუსიკალურმა რეჟისორმა აღნიშნა, რომ სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, მათ შეუძლიათ განიტვირთონ და მოისმინონ ბახი, ჰანდელი, პახელბელი…
ცნობისთვის, 800 წლის წინათ აშენებული ტაძარი, რომელიც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ლოქდაუნის დროს დაიხურა, ღვთისმსახურება კი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
fortuna.ge
კომენტარები