საზოგადოებასაქართველო

უკანასკნელი ყვავილები დედისთვის – ჯულიეტა ვაშაყმაძის სატელევიზიო ეპიტაფია (ვიდეო)

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ სეზონის პირველ გადაცემაში დედა, ჯულიეტა ვაშაყმაძე გაიხსენა და მას ემოციური მონოლოგი მიუძღვნა:

„…გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი ადამიანი იყო. ვიდრე ოჯახს შექმნიდა, ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება, მერე გაგვაჩინა ჩვენ. როცა ჩემი უფროსი და გაჩნდა, დედა 40 წლის იყო.

რამდენიმე წლით ადრე დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით ერთი თვის ასაკში დაეღუპა.

ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.

…2004 წელს დედას უთხრეს, რომ მისი ადგილი ტელევიზიაში აღარ იყო და მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, შეგრძნებით, რომ არავის სჭირდებოდნენ. კი, იმ დროს დედაჩემი კალენდარული ასაკით საპენსიო ასაკში იყო. იმ მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი ნგრევა, როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკურად.

…მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, ძლივს გადავარჩინეთ და კლინიკაში დავტოვეთ. დედას არ ვეუბნებოდით, მამას რა სჭირდა. როდესაც მან დააფიქსირა, რომ მისი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა.

მას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვუფრთხილდებოდით და არავისთან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა…ვისაც ეს გამოცდილი აქვს, იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა პირველად აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს“.

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 27 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close