საქართველო

„მირჩევნია, ისევ დახეული ფეხსაცმელები მეცვას, ვიდრე ეგ ფული ამეღო…“ – 22 წლის ბიჭმა ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა.

22 წლის თორნიკე ნინიკაშვილმა „სითი მოლთან“ ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს, თანხის აღება არც კი უფიქრია. თორნიკე ილიას უნივერსიტეტში სწავლობს. იმის გამო, რომ თანხის გადახდა ვეღარ შეძლო, სტატუსის შეჩერება მოუწია. ახლა თორნიკე „გლოვოს“ კურიერად მუშაობს და ფულს აგროვებს, რომ სწავლის გაგრძელება ისევ შეძლოს.

„სამუშაო დღე იყო, შეკვეთა დავტოვე მომხმარებელთან და რესტორანში შემდეგი შეკვეთისთვის მივდიოდი. დავინახე საფულე ეგდო, გავხსენი, შიგნით დიდი რაოდენობით ფული და პირადობა იდო, ფეისბუქზე პატრონის ძებნა დავიწყე, მალევე გამომეხმაურა და ენით ვერ აღგიწერთ, ისეთი გახარებული იყო, გადამეხვია და ოჯახში სტუმრადაც დამპატიჟა.

ხალხის მხრიდან კი ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია. გულდასაწყვეტი ის არის, რომ იყო ფეიკ ზარებიც, რომ თითქოს ეს ფული მათ ეკუთვნოდა. მერჩივნა, ისევ ის დახეული ფეხსაცმელი მცმოდა, ვიდრე ეგ ფული ამომეღო და საფულე გადამეგდო“, – თქვა თორნიკე ნინიკაშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close