fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

„2020 წლის მეფე“ – გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებსაიტმა ACB.COM-მა ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში (Liga Endesa) 2020 წლის  საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დაასახელა. „2020 წლის მეფე“ (Shermadini, el Rey de 2020) – ასე მოიხსენიებს საიტი კლუბ „იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველს ცენტრს.

„გიორგი შერმადინი იყო საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე გამორჩეული მოთამაშე 2020 წელს ACB-ს ყველა შეჯიბრებაში“, – წერს სტატიის ავტორი.

გიორგი შერმადინის ჯამური  კოეფიციენტია 592, რითაც მან ბევრ სახელოვან კალათბურთელს აჯობა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, 31 წლის გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ შემადგენლობაში 2019 წლიდან გამოდის, მან კონტრაქტი კლუბთან 2019 წლის ივლისში გააფორმა. მანამდე იგი, 2017 წლიდან ესპანური კლუბის – „მალაგას“ ღირსებას იცავდა.

შერმადინი წლის საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა, პირველად – 2017 წელს.

გიორგი შერმადინი თავის ფეისბუქის გვერდზე დაჯილდოების ფოტოებს აქვეყნებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close