საზოგადოებასაქართველო

დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა (ფოტო)

ახალი წლის დადგომისთანავე „საქართველოს სამეფო სახლმა“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დავით ბაგრატიონისა და პრინცესა ირინას სახელით საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა. 

ფოტოზე დავით ბაგრატიონის გვერდზე ახალგაზრდა ქალი დგას. ცნობილია, რომ პრინცესა ირინა ბაგრატიონის მეორე ცოლია, იგი გვარად ბეგაშვილია.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ცხოვრება სკანდალებითაა ცნობილი, იყო სამეფო გვარის შთამომავალთან, ანა ბაგრატიონთან სკანდალური ქორწინება, რომელიც ასევე სკანდალური განქორწინებით დასრულდა.

ბაგრატიონის ცხოვრებაში იყო შორენა ბეგაშვილთან თანაცხოვრების სკანდალური ეპიზოდებიც. როგორც შორენა ჰყვებოდა, სამეფო გვარის წარმომადგენელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა.

რაც შეეხება ირინა ბეგაშვილს, მისი და დავით ბაგრატიონის ურთიერთობა წლებს ითვლის.

წყარო: digest.pia.ge

ambebi.ge-ს ინფორმაციით კი, ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­მა და და­ვით­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინათ გა­იც­ნეს, როდესაც დავით ბაგრატიონი ანაზე ჯერ არ იყო დაქორწინებული, ხოლო შორენა ბეგაშვილთან ურთიერთობა უკვე დასრულებული ჰქონდა. და­ვი­თი­სა და ირი­ნას ის­ტო­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც დავით და ანა ბაგრატიონებმა იქორწინეს.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბლის ინფორმაციით, ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს, უკვე წლებია, მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ და ძალიან ბედნიერები არიან. მათ ცოტა ხნის წინათ ოფიციალურად იქორწინეს და პრინცმა მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუშინ ფეისბუქის საშუალებით პირ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა.

ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ ბან­კში პი­რად ბან­კი­რად მუ­შა­ობ­და. რო­გორც ოჯა­ხის ახლობელი ამბები.ჯი-ს უყვება, ირი­ნამ თა­ვის დრო­ზე და­ვით­თან განშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.

რაც შეეხება სა­მე­ფო კა­რის ორი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ურთიერთობას, სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბისა და სასამართლო პროცესების მიუხედავად ისინი ამ­ჟა­მად ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. მათ ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ – ბატონიშვილი გიორგი, რომელსაც სამეფო კარი მომავალ მეფედ მოიხსნიებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close